ორდღიანი ოლიმპიური პაუზის შემდეგ, ლონდონის საჭიდაო არენაზე ქართველები
ბრუნდებიან. "თავისუფლებიდან" 2 ქართველი იჭიდავებს - 55 კგ წონით
კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და 74-ში დავით ხუციშვილი.
მათგან პირველი ტატამზე უმჩატესი გავა. საქართველოს დროით 16:00 საათზე,
ლადო ეგვიპტელ იბრაჰიმ ფარაგ მოჰამედს შეებრძოლება 1/8-ფინალში
გასასვლელად.
რაც შეეხება ხუციშვილს, მონღოლ უნურბატ პურევიავთან მისი ორთაბრძოლა 16:10 საათზე დაიწყება. ეს პაექრობაც 1/16-ფინალისაა.