იმის გამო, რომ ქართველმა მძლეოსნებმა დავით ილარიანმა და მაია გოგოლაძემ, სამშაბათს საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვა ვერ შეძლეს, 8 აგვისტო ქართული დელეგაციის წარმომადგენელთათვის დაისვენებენ დღე იქნება. 9-ს კი, თავდაპირველი განრიგითაც უქართველებოდ უნდა ჩაევლო.
ოლიმპიურ ასპარეზზე გუშინ გასულ სხვა ქართველებს რაც შეეხებათ, მათგან განსაკუთრებული შედეგი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ აჩვენა. კი, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენს ფალავანს ოქროს მოპოვების სურვილი და ამბიცია ჰქონდა, მაგრამ ნახევარფინალში უნგრელ ტამაშ ლორინცთან უშანსოდ წაგების შემდეგ, ბრინჯაოც არ უნდა იყოს ურიგო მონაპოვარი. მედლისთვის ორთაბრძოლა ცხადაიამ გერმანელ ფრანკ შტაებლერს მოუგო.
კიდევ ერთ „კლასიკოსს" გუშინ მხოლოდ ერთი ბრძოლის ჩატარებამ მოუწია. 96 კგ-იან სოსო ჯაბიძეს, 1/8-ფინალში წაგების შემდეგ მედლისთვის ბრძოლის შანსი კიდევ ჰქონდა დარჩენილი. საამისოდ, მისი დამმარცხებელი ბულგარეთის სახელით მოჭიდავე ალბანელი ელის გური ფინალში უნდა გასულიყო. ამ შემთხვევაში, ჩვენებური ფალავანი ბრინჯაოს რეპეშაჟში გადაერთვებოდა და ზედიზედ 2 ბრძოლის მოგების შემდეგ, მედალსაც დაეუფლებოდა.
სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონმა გურიმ, პირველივე მეტოქე ბელარუს ტიმაფეი ძეინიჩენკასთან ორივე საწყისი პერიოდი „მშრალად" (0:4) წააგო და ქართველს, მედლისთვის ბრძოლის იმედი გადაუწურა.
და ბოლოს, ქართული სპორტული დელეგაციის ყველაზე მძიმეწონოსანმა წარმომადგენელმა ირაკლი თურმანიძემ, საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. კი მართალია, ჩვენმა 126-კილოიანმა ძალოსანმა მედალი ვერ აიღო, მაგრამ ისეთები მოწინააღმდეგეები ჰყავდა, მათთან ჭიდილში მე-5 ადგილიც მიღწევაა. ირანელთან გიგანტებთან (ორივე I-II ადგილზე გავიდა) და რუს რუსლან ალბეგოვთან პაექრობაში, ქობულეთელმა სპორტსმენმა ატაცშიც და აკვრაშიც პირადი რეკორდები გააუმჯობესა - პირველ მოძრაობაში მაქსიმალური წონა 201 კგ დაძლია, მეორეში 232.
მასალის გამოყენების პირობები