ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის აქტივში, მედლების სრული კომპლექტია. ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილის ოქროს და „კლასიკოსი" რევაზ ლაშხის ვერცხლს, 66 კგ-იან „კლასიკოსებში" მოასპარეზე მანუჩარ ცხადაიამ, ბრინჯაო მიუმატა.
ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალში უნგრელ ტამაშ ლორინცთან წაგების შემდეგ, მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში იჭიდავა და გერმანელი ფრანკ შტაებლერი ორ პერიოდში დაამარცხა (ქულებით 3:1).
მასალის გამოყენების პირობები