ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მოასპარეზე 96 კგ-იან სოსო ჯაბიძეს, 1/8-ფინალში წაგების შემდეგ მედლისთვის ბრძოლის შანსი მაინც ჰქონდა დარჩენილი. საამისოდ, მისი დამმარცხებელი ბულგარეთის სახელით მოჭიდავე ალბანელი ელის გური ფინალში უნდა გასულიყო. ამ შემთხვევაში, ჩვენებური ფალავანი ბრინჯაოს რეპეშაჟში გადაერთვებოდა და ზედიზედ 2 ბრძოლის მოგების შემდეგ, მედალსაც დაეუფლებოდა.
სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონი გური, პირველივე მეტოქე ბელარუს ტიმაფეი ძეინიჩენკასთან ორივე საწყისი პერიოდი „მშრალად" (0:4) წააგო და ქართველს, მედლისთვის ბრძოლის იმედი გადაუწურა.
მასალის გამოყენების პირობები