„კლასიკოსთა" 66 კგ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე მანუჩარ ცხადაიამ, უნგრელ ტამაშ ლორინცთან ოლიმპიადის ნახევარფინალი წააგო. მეტოქემ ქართველს ორივე პერიოდი „მშრალზე" მოუგო (სულ 7:0) და ფინალში გავიდა.
ცხადაიას რაც შეეხება, იგი ბრინჯაოსთვის იპაექრებს. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში მისი ოპონენტი, გერმანელი ფრანკ შტაებლერისა და ამერიკელი ჯასტინ ლესტერის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები