ხანმოკლე გამოდგა ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი მძლეოსნის, 31 წლის
მორბენალი დავით ილარიანის გამოსვლა. 110 მეტრზე თარჯრბენში ჩვენებურმა
ათლეტმა, საკვალიფიკაციო ასპარეზობისას 13,90 წამი აჩვენა, რაც
ნახევარფინალში გასასვლელ სამეულში მოსახვედრად საკმარისი არ გამოდგა. ეს
გარბენი 13,26-ით რუსმა სერგეი შუბენკოვმა მოიგო. მეორე ბერძენი
კონსტადინოს დოუვალიდისი (13,40), მესამე კი ბელგიელი ადრიენ დეგჰელტი
(13,52) იყო.
ცნობისათვის, ილარიანის პირადი რეკორდი 13,58 წამი გახლავთ.
ოლიმპიადაზე მისგან ნაჩვენები შედეგით კი, მან საკვალიფიკაციო გარბენებში მონაწილე 53 სპორტსმენს შორის 39-ე ადგილი დაიკავა.