გუშინ, ლონდონში მყოფ ქართულ სპორტულ დელეგაციას, ერთ-ერთი წარმატებული დღე
ჰქონდა. დიდი შანსი იყო, ოლიმპიადაზე მოასპარეზე 4-ვე მონაწილეს მედალი
აეღო. მათგან სამმა, უშუალოდ მედლისთვის გამართული გადამწყვეტი ბრძოლა
წააგო.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 60 კგ წონით კატეგორიის ფინალი ირანელ ომიდ ჰაჯი
ნოროოზისთან წააგო რევაზ ლაშხმა და საქართველოს მედლების მონაგარს ვერცხლი
შემატა.
მსაჯთა აშკარად უსამართლო გადაწყვეტილების გამო, 84 კგ-ში მოასპარეზე „კლასიკოსი"
ვლადიმერ გეგეშიძე ოლიმპიური ბრინჯაოს გარეშე დარჩა. მე-3 ადგილისთის ყაზახ
დანიალ გაჯიევთან პაექრობაში, მესამე პერიოდის ბოლო წამებზე, გეგეშიძეს
არბიტრებმა 2 ქულა მისცეს, მაგრამ მეტოქის მხრიდან გაპროტესტების შემდეგ,
სამართალი უკუღმა შებრუნდა - 1 ქულა გაჯიევს მიენიჭა. დარჩენილ 13 წამში,
ქართველმა ფალავანმა შედეგიანი გდების შესრულება ვეღარ შეძლო.
ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა გურამ ფერსელიძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ყველაზე მძიმე, 120
კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველ ფალავანს თურქთ რიზა კაიალპთან
პაექრობაში შანსი არ ჰქონდა. ხელვაჩაურელმა სპორტსმენმა მეტოქესთან ორივე
საწყისი პერიოდი მინიმალურად დათმო (ქულებით 0:2) და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე
დგომის შანსი ხელიდან გაუშვა.
ძალოსნობაში ქართველების ოლიმპიურმა იმედმა, 105 კგ წონით კატეგორიაში
მოასპარეზე გია მაჭავარიანმა გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა.
ატაცში, 3-დან 1 წარმატებული ცდის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს 185 კგ-ით
მე-2 ადგილი ეკავა და სპეციალისტები მას მედლის მოპოვების რეალურ
კანდიდატად მიიჩნევდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებურმა აკვრაში ვერცერთი ცდა
წარმატებით ვერ დააფიქსირა, რამაც იგი საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილზე
გაიყვანა.
დღეს ოლიმპიური მედლებისთვის ერთბაშად 5 ქართველი იპაექრებს. პირველი
საქმეში მძლეოსანი დავით ილარიანი ჩაერთვება, რომელიც 110 მეტრზე
თარჯრბენით სირბილში გამოვა. მისი სტარტი საქართველოს დროით 13:10 საათზეა
დაგეგმილი.
შემდეგ, ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. 66 კგ
წონით კატეგორიაში მანუჩარ ცხადაია იასპარეზებს, რომლის პირველი მეტოქე,
1/8-ფინალში შვეიცარიელი პასკალ შტრებელი იქნება. ეს ორთაბრძოლა ჩვენი
დროით 16:18 საათზე უნდა დაიწყოს.
თითქმის იმავდროულად დაიწყება 96 კგ წონით კატეგორიაში სოსო ჯაბიძის
გამოსვლა. ქართველი ფალავანი მერვედფინალში ბულგარელი ელის გურისა და
რუმინელი ალინ ალექსუკ-ციურარიუს შორის გამარჯვებული იქნება.
22:00 საათზე აიღებს სტარტს 105 კგ-ზე მძიმე სპორტსმენებში მოასპარეზე
ირაკლი თურმანიძე. იგი, ძალოსანთა „პრივილილეგირებულ" A ჯგუფში გამოვა.
პარალელურ რეჟიმში გამოვა სიგრძეზე მხტომელი მაია გოგოლაძე. მისი საუკეთესო
შედეგი 6,15 მეტრია. შეძლებს თუ არა, მინიმუმ ამ მაჩვენებლის
გაუმჯობესებას ქართველი მძლეოსანი, 22:05 საათიდან გამოჩნდება.
1 |
|
ჩინეთი
|
31 |
19 |
14 |
64 |
2 |
|
აშშ
|
29 |
15 |
19 |
63 |
3 |
|
დიდი ბრიტანეთი
|
18 |
11 |
11 |
40 |
4 |
|
სამხრეთი კორეა
|
11 |
5 |
6 |
22 |
5 |
|
საფრანგეთი
|
8 |
9 |
9 |
26 |
6 |
|
რუსეთი
|
7 |
17 |
18 |
42 |
7 |
|
იტალია
|
7 |
6 |
4 |
17 |
8 |
|
ყაზახეთი
|
6 |
0 |
1 |
7 |
9 |
|
გერმანია
|
5 |
10 |
7 |
22 |
10 |
|
უნგრეთი
|
4 |
1 |
3 |
8 |
11 |
|
ჩრდ. კორეა
|
4 |
0 |
1 |
5 |
12 |
|
ჰოლანდია
|
3 |
3 |
4 |
10 |
13 |
|
კუბა
|
3 |
3 |
1 |
7 |
14 |
|
ბელარუსი
|
3 |
2 |
3 |
8 |
15 |
|
ახალი ზელანდია
|
3 |
1 |
4 |
8 |
16 |
|
სამხრეთი აფრიკა
|
3 |
1 |
0 |
4 |
17 |
|
უკრაინა
|
3 |
0 |
6 |
9 |
18 |
|
იაპონია
|
2 |
12 |
14 |
28 |
19 |
|
ავსტრალია
|
2 |
12 |
8 |
22 |
20 |
|
დანია
|
2 |
4 |
2 |
8 |
21 |
|
რუმინეთი
|
2 |
4 |
2 |
8 |
22 |
|
ბრაზილია
|
2 |
1 |
5 |
8 |
23 |
|
პოლონეთი
|
2 |
1 |
3 |
6 |
24 |
|
იამაიკა
|
2 |
1 |
1 |
4 |
25 |
|
ირანი |
2 |
1 |
1 |
4 |
26 |
|
ხორვატია
|
2 |
1 |
0 |
3 |
27 |
|
ეთიოპია
|
2 |
0 |
2 |
4 |
28 |
|
კანადა
|
1 |
3 |
6 |
10 |
29 |
|
შვედეთი
|
1 |
3 |
2 |
6 |
30 |
|
ჩეხეთი
|
1 |
3 |
1 |
5 |
31 |
|
კენია
|
1 |
2 |
2 |
5 |
32 |
|
სლოვენია
|
1 |
1 |
2 |
4 |
33 |
|
საქართველო
|
1 |
1 |
0 |
2 |
34 |
|
დომინიკა
|
1 |
1 |
0 |
2 |
35 |
|
შვეიცარია
|
1 |
1 |
0 |
2 |
36 |
|
ლიტვა
|
1 |
0 |
1 |
2 |
37 |
|
ვენესუელა
|
1 |
0 |
0 |
1 |
38 |
|
გრენადა
|
1 |
0 |
0 |
1 |
39 |
|
მექსიკა
|
0 |
3 |
2 |
5 |
40 |
|
კოლუმბია
|
0 |
3 |
1 |
4 |
41 |
|
ესპანეთი
|
0 |
2 |
1 |
3 |
42 |
|
ეგვიპტე
|
0 |
2 |
0 |
2 |
43 |
|
სლოვაკეთი
|
0 |
1 |
3 |
4 |
44 |
|
ბელგია
|
0 |
1 |
2 |
3 |
45 |
|
ინდოეთი
|
0 |
1 |
2 |
3 |
46 |
|
აზერბაიჯანი
|
0 |
1 |
2 |
3 |
47 |
|
სომხეთი
|
0 |
1 |
1 |
2 |
48 |
|
ტუნისი
|
0 |
1 |
1 |
2 |
49 |
|
ინდონეზია
|
0 |
1 |
1 |
2 |
50 |
|
მონღოლეთი
|
0 |
1 |
1 |
2 |
51 |
|
სერბეთი
|
0 |
1 |
1 |
2 |
52 |
|
ნორვეგია
|
0 |
1 |
1 |
2 |
53 |
|
ტაიპეი
|
0 |
1 |
0 |
1 |
54 |
|
ტაილანდი
|
0 |
1 |
0 |
1 |
55 |
|
გვატემალა
|
0 |
1 |
0 |
1 |
56 |
|
ესტონეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
57 |
|
მალაიზია
|
0 |
1 |
0 |
1 |
58 |
|
კვიპროსი
|
0 |
1 |
0 |
1 |
59 |
|
საბერძნეთი
|
0 |
0 |
2 |
2 |
60 |
|
მოლდოვა
|
0 |
0 |
2 |
2 |
61 |
|
უზბეკეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
62 |
|
ყატარი
|
0 |
0 |
1 |
1 |
63 |
|
სინგაპური
|
0 |
0 |
1 |
1 |
64 |
|
ჰონგკონგი
|
0 |
0 |
1 |
1 |
65 |
|
პუერტო რიკო
|
0 |
0 |
1 |
1 |
66 |
|
ტრინიდადი და ტობაგო
|
0 |
0 |
1 |
1 |
67 |
|
თურქეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
68 |
|
საუდის არაბეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
69 |
|
კუვეიტი
|
0 |
0 |
1 |
1 |
70 |
|
არგენტინა
|
0 |
0 |
1 |
1 |
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.