ძალოსნობაში ქართველების ოლიმპიურმა იმედმა, 105 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გია მაჭავარიანმა გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა. ატაცში, 3-დან 1 წარმატებული ცდის შემდეგ, ქართველ სპორტსმენს 185 კგ-ით მე-2 ადგილი ეკავა და სპეციალისტები მას მედლის მოპოვების რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებურმა აკვრაში ვერცერთი ცდა წარმატებით ვერ დააფიქსირა, რამაც იგი საერთო ჩათვლაში მე-15 ადგილზე გაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები