გურამ ფერსელიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ყველაზე მძიმე, 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველ ფალავანს თურქთ რიზა კაიალპთან პაექრობაში შანსი არ ჰქონდა. ხელვაჩაურელმა სპორტსმენმა მეტოქესთან ორივე საწყისი პერიოდი მინიმალურად დათმო (ქულებით 0:2) და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე დგომის შანსი ხელიდან გაუშვა.
მასალის გამოყენების პირობები