მსაჯთა აშკარად უსამართლო გადაწყვეტილების გამო, ქართველი „კლასიკოსი" ვლადიმერ გეგეშიძე ოლიმპიური ბრინჯაოს გარეშე დარჩა. მე-3 ადგილისთის ყაზახ დანიალ გაჯიევთან პაექრობაში, მესამე პერიოდის ბოლო წამებზე, გეგეშიძეს არბიტრებმა 2 ქულა მისცეს, მაგრამ მეტოქის მხრიდან გაპროტესტების შემდეგ, სამართალი უკუღმა შებრუნდა - 1 ქულა გაჯიევს მიენიჭა. დარჩენილ 13 წამში, ქართველმა ფალავანმა შედეგიანი გდების შესრულება ვეღარ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები