ოლიმპიურ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, უმძიმეს, 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ ფერსელიძე ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ორთაბრძოლას იჭიდავებს. ეს მაშინ გახდა ცნობილი, რაც ქართველმა ფალავანმა ეგვიპტელ აბდელრაჰმან ელტრაბილთან სამ პერიოდში (ქულებით 10:3) მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალში ჩილელ ვალენზუელასთან მოგების შემდეგ, ფერსელიძემ მოქმედ ოლიმპიურ და 4-გზის მსოფლიო ჩემპიონ, კუბელ ლოპეს ნუნესთან წააგო. ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალისტი გახდა, ჩვენებური ბრინჯაოს რეპეშაჟში გადაერთო და ეგვიპტელსაც იქ გადაეყარა.
ამრიგად, გურამ ფერსელიძე ბრინჯაოს ფინალში თურქ რიზა კაიალპს დაეჭიდება. ეს ორთაბრძოლა საქართველოს დროით 22:40 საათზეა დანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები