„კლასიკოსთა" ოლიმპიურ ტურნირზე, მეოთხედფინალური მატჩებიდან პირველი ტატამზე გურამ ფერსელიძე გავიდა, რომელსაც მეტოქედ კუბელი ოლიმპიური ჩემპიონი და 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი მიჯაინ ლოპეს ნუნესი შეხვდა. ჩვენებურმა 3:0 წააგო და ბრინჯაოსთვის რომ ბრძოლა გააგრძელოს, კუბელის წარმატებული წინსვლის იმედად ინდა იყოს.
დანარჩენმა ქართველებმა თავიანთი ბრძოლები წარმატებით დაასრულეს და ნახევარფინალში გავიდნენ. 60 კგ წონით კატეგორიაში, რუს ზაურ კურამაგამედოვს ორ პერიოდში მოუგო რევაზ ლაშხმა (3:0). რაც შეეხება 84 კგ-იან ვლადიმერ გეგეშიძეს, მან უკრაინელი ვასილ რაჩიბას წინააღმდეგობა მხოლოდ მე-3 პერიდში დაძლია (3:1).
1/2-ფინალში ლაშხი აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს დაუპირისპირდება, გეგეშიძე კი, რუსი ასლან ხუგაევის გზიდან ჩამოცილებას შეეცდება.
მასალის გამოყენების პირობები