ოლიმპიადის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პროგრამაში, დღეს ერთბაშად 3 ქართველი სპორტსმენი ჩაერთო მედლებისთვის ბრძოლაში. ყველამ 1/8-ფინალიდან დაიწყო. ორ პერიოდში იოლად (3:0) სძლია ჩილელ ანდრეს ანტონიო აიუბ ვალენზუელას, 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ ფერსელიძემ.
3 პერიოდი დასჭირდა აზერბაიჯანელი სამან ტაჰმასების დასაძლევად ვლადიმერ გეგეშიძეს (3:1), რომელიც 84 კგ წონით კატეგორიაში გამოდის.
დღეს მოასპარეზე ქართველთაგან ყველაზე მჩატე (60 კგ) რევაზ ლაშხმა კი მეორე პერიოდის შუაში, ეგვიპტელი საიედ ჰამედი სუფთა გდებით დაამარცხა (3:0).
მასალის გამოყენების პირობები