6 აგვისტო ქართველებისთვის ლონდონის ოლიმპიადაზე ყველაზე წარმომადგენლობითი დღე იქნება. ამ დღეს 4 ჩვენებური სპორტსმენი იასპარეზებს და ოლიმპიური მედლის მოპოვებას შეეცდება.
პირველები სტარტს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავენი აიღებენ. ორშაბათს საქართველოს ერთბაშად 3 ათლეტი წარმოადგენს - 60 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ლაშხი, 84-ში ვლადიმერ გეგეშიძე, ხოლო 120-ში გურამ ფერსელიძე. მათი პირველი საკვალიფიკაციო ორთაბრძოლები საქართველოს დროით 16:00 საათიდან დაიწყება.
მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთვება ქართველი ძალოსანი გია მაჭავარიანიც. იგი 105 კგ წონით კატეგორიაში გამოვა და როგორც ვიცით, უფრო მაღალრეიტინგიან კოლეგებთან ერთად, A ჯგუფში იასპარეზებს. ძალოსანთა ეს გამოსვლები ჩვენი დროით 18:30 საათიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები