ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მოასპარეზე ქართველ ფალავანს ზურაბ დათუნაშვილს, ბოლო მომენტამდე ჰქონდა ბრინჯაოს რეპეშაჟში გადასვლის შანსი. ეს რომ მოხდარიყო, საამისოდ, სომეხი არსენ ჯულფალაკიანისა და აზერბაიჯანელი ემინ ახმადოვის ნახევარფინალური პაექრობა ამ უკანასკნელის გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. ქართველთა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
ამრიგად, 74 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავეთა ტურნირი ქართველისთვის დამთავრდა. მან დღეს 2 ბრძოლა მოიგო (სამხრეთკორეელ ჯინჰიეოკ კიმთან და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორთან) და მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა ზემოთ ნახსენებ ახმადოვთან.
მასალის გამოყენების პირობები