ქართველმა ფალავანმა ზურაბ დათუნაშვილმა, ლონდონის ოლიმპიადაზე, 74 კგ წონით კატეგორიის „კლასიკოსთა" შორის მეოთხედფინალური პაექრობა აზერბაიჯანელ ემინ ახმადოვთან წააგო (ქულებით 3:7). მეტოქეებმა თავდაპირველად თითო პერიოდი მოიგეს და გამარჯვებული გადამწყვეტმა პერიოდმა გამოავლინა, სადაც უფრო იღბლიანი, ქართველის გამოცდილი მეტოქე აღმოჩნდა.
მარცხის მიუხედავად, დათუნაშვილს მაინც დარჩა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი. ეს რომ მოხდეს, ახმადოვმა, სომეხ არსენ ჯულფაკიანთან მისი ნახევარფინალური პაექრობა უნდა მოიგოს. სწორედ ამ შემთხვევაში ჩაერთვება ჩვენებური მოჭიდავე მედლისთვის ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები