„კლასიკოსთა" ოლიმპიურ ტურნირზე, მეორე გამარჯვება იზეიმა 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ზურაბ დათუნაშვილმა. მან 1/8-ფინალური პაექრობა ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს დიდი უპირატესობით (ქულებით 7:0) მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მეოთხედფინალში ჩვენებური სპორტსმენის მეტოქე აზერბაიჯანელი ემინ ახმადოვი იქნება, რომელმაც ახლახანს ხორვატი ნევენ ზუგაი დაამარცხა.
დათუნაშვილის მორიგი ორთაბრძოლა საქართველოს დროით 18:15 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები