დღეს, 5 აგვისტოს, საქართველოს დროით 16:00 საათიდან, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი, საქართველოს სახელით მოასპარეზე მე-18 სპორტსმენი იქნება, ვინც ლონდონის ოლიმპიადაზე გამოვა. 21 წლის მოჭიდავე, ჩაერთვება ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლაში.
ქართველი მოჭიდავე ერთადერთია, რომელიც კვირას ოლიმპიადაზე იასპარეზებს. იგი 74 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.
დღესვე, „ლონდონ ექსელის" ჩრდილოეთ არენაზე „კლასიკოსთა" შორის ყველაზე მჩატე სპორტსმენებიც გამოვლენ, მაგრამ მათ შორის ჩვენებური არ იქნება. მოგეხსენებათ, ქართველ მოჭიდავეთა დელეგაციას მხოლოდ 55 კგ წონით კატეგორიაში არ ეყოლება წარმომადგენელი.