დასრულდა ლონდონის ოლიმპიადაზე ქალ ბატუტზე მხტომელთა ფინალური ასპარეზობები. საქართველოს წარმომადგენელმა ლუბა გოლოვინამ, რომელსაც საკვალიფიკაციო ხტომებზე უარესი გამოსვლა ჰქონდა, 52,925 ქულით საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. ფინალისტთა შორის, მან მხოლოდ რუს ვიქტორია ვორონინას აჯობა.
ბევრისთვის მოულოდნელად, ამ სახეობაში კანადელმა მხტომელმა როსანა მაკლენანმა იმარჯვა. იგი კვალიფიკაციის შემდეგ მე-4 იყო, მაგრამ ფინალში საუკეთესო შედეგი (57,305) აჩვენა და უკან ოროვე „მრისხანე" ჩინელი სპორტსმენი ჩამოიტოვა.
22 წლის ლუბა გოლოვინასთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი პეკინშიც ფინალში გავიდა და იქ ოდნავ უკეთესი შედეგი ჰქონდა - საერთო ჩათვლაში მე-6 იყო.
მასალის გამოყენების პირობები