ქალ ბატუტზე მხტომელთა ასპარეზობის საკვალიფიკაციო გამოსვლები დასრულდა. სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე საქართველოს წარმომადგენელი ლუბა გოლოვინა 2 ცდის მონაცემების შეჯამების შემდეგ, 101,740 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა და ფინალში მონაწილეობის უფლება მიიღო.
გოლოვინამ მე-2 ცდაზე 53,935 ქულა დააგროვა, რაც მე-7 შედეგი იყო. საუკეთესო მაჩვენებელი ამჯერადაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ჩინელმა ვენა ჰემ დააფიქსირა - 56,640. მასვე ეკუთვნის კვალიფიკაციის პირველადგილოსნობა - 105,500 ქულა.
ფინალისტთა შორის ვერ მოხვდა გერმანიის სახელით მოასპარეზე ანა დოღონაძე. მან 100,370 ქულა დააგროვა, რაც მხოლოდ მე-10 ადგილისთვის იყო საკმარისი.
ფინალის 8 მონაწილე ცოტას შეისვენებენ და მედლებისთვის ბრძოლას უმალ დაიწყებენ. ასპარეზობის ამ ეტაპზე სპორტსმენებს მხოლოდ ერთი ცდის უფლება აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები