ლონდონის ოლიმპიადაზე, ქალ ბატუტზე მხტომელთა ასპარეზობის პირველი ცდა, საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუბა გოლოვინამ კარგად შეასრულა. მან 47,805 ქულა დააგროვა და 16 მონაწილეს შორის მე-6 შედეგი აჩვენა. კვალიფიკაციას 48,860 ქულით პეკინის ოლიმპიური ჩემპიონი ვენა ჰე ლიდერობს.
მხტომელები მეორე ცდის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგებიან. ორივე მაჩვენებლის შეჯამების შემდეგ, ის 8 სპორტსმენი გამოვლინდება, რომლებიც 18:45 საათიდან ფინალურ ხტომებს შეასრულებენ და ოლიმპიადის პრიზიორებსაც დაადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები