ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა მე-17 სპორტსმენი იქნება, ვინც საქართველოს სახელით ლონდონის ოლიმპიადაზე იასპარეზებს. დღეს, 4 აგვისტოს, იგი 15 კოლეგასთან ერთად შეეცდება იმ 8 მხტომელს შორის მოხვედრას, რომლებიც ფინალურ ასპარეზობაში გაარკვევენ პრიზიორთა ვინაობას. ფინალში გამსვლელთა შორის იქნება გერმანიის სახელით მოასპარეზე ანა დოღონაძეც.
გოლოვინას საკვალიფიკაციო გამოსვლები (სპორტსმენებს 2-2 ცდა ექნებათ, რომელთა ქულების შეჯამებით გამოვლინდება 8 საუკეთესო) საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. ფინალური ასპარეზობები 18:45 საათზე აიღებენ სტარტს.