ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა, მე-17 სპორტსმენი იქნება, ვინც საქართველოს სახელით ლონდონის ოლიმპიადაზე იასპარეზებს. შაბათს იგი 15 კოლეგასთან ერთად შეეცდება იმ 8 მხტომელს შორის მოხვედრას, რომლებიც ფინალურ ასპარეზობაში ხვალვე გაარკვევენ პრიზიორთა ვინაობას. ფინალში გამსვლელთა შორის იქნება გერმანიის სახელით მოასპარეზე ანა დოღონაძეც.
გოლოვინას საკვალიფიკაციო გამოსვლები (სპორტსმენებს 2-2 ცდა ექნებათ, რომელთა ქულების შეჯამებით გამოვლინდება 8 საუკეთესო) საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება. თუ მისთვის ყველაფერი კარგად წარიმართა, ფინალური ასპარეზობები 18:45 საათზე აიღებენ სტარტს.
მასალის გამოყენების პირობები