"პატარა, მაგრამ ამაყი ნაურუ", რომელიც 1798 წლამდე მიიჩნევდა, რომ ერთადერთი დასახლებული ადგილი იყო მთელს პლანეტაზე აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოსთან. ნაურუ, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეადგენს ასევე პირობას დებს, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას არასოდეს უკან არ წაიღებს, პირიქით ყველანაიდან ხელს შეუწყობს მათ აღიარებას სხვა ქვეყნების მიერ".
ამასთან ერთად, ნაურუს ვაჭრობისა და ფინანსების მინისტრი კირენ კეკე აცხადებს, რომ 2012 წლის ბოლომდე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კიდევ ორი სახელმწიფო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს განცხადება კეკემ რუსულ მედიასთან საუბარში მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა.
"იმედი მაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამიერიდან მშვიდობიან ცხოვრებას გააგრძელებს. ნაურუ კი თავის მხრივ გააგრძელებს ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სხვა ქვეყნების მიერ აღიარებას.
ჩვენს შემდეგ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარეს. უახლოეს თვეებში, ვფიქრობ, ამ სახელმწიფოების რაოდენობა გაიზრდება", _ აცხადებს კირენ კეკე და აღნიშნავს, რომ მისი მონაცემებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას სულ მცირე კიდევ ორი სახელმწიფო აპირებს.
"ჩემი მონაცემებით, სულ მცირე ორი სახელმწიფო ამ მომენტისათვის ახლოა იმასთან, რომ ძალიან მალე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარონ", _ აცხადებს ნაურუელი მინისტრი.
ამასთან ერთად, კეკე "სიმართლესთან შეუსაბამოს" უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნაურუმ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გარკვეული თანხის სანაცვლოდ აღიარა.
"მე ვიცი ამგვარი ინფორმაციის არსებობა. მიმაჩნია, რომ მსგავსი თვალსაზრისი სიმართლესთან არაფერი საერთო არ აქვს. ჩვენ დიდი ხანი ვსწავლობდით ამ ქვეყნების ისტორიასა და მათი მომავალი დამოუკიდებლობის იურიდიულ ჩარჩოებსა და სამართლებრივ არგუმენტებს. მე პირადად ვიყავი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იქ ადგილობრივ მთავრობას შევხვდი.
მაგრამ ამ ვიზიტების დროს ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი იყო გამეგო ხალხის აზრი ქუჩებში და მიმხვდარიყავი თუ რა სურთ მათ. შედეგად ჩემთვს ცხადი გახდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს, რომ მათ არაფერი საერთო არ აქვთ საქართველოსთან და ისინი ვერ ხედავენ ვერავითად ისტორიულ და სამართლებრივ საფუძველს იმისა, რომ ამ სახელმწიფოს ნაწილად დარჩნენ.
ასე რომ ჩვენ გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია არამედ იგი მხოლოდ ამ საკითხის შესწავლის შემდეგ მივიღეთ და რა თქმა უნდა ჩვენს აღიარებას არავითარი საერთო აქვს ფინანსურ დახმარებასთან", _ აცხადებს ნაურუელი მინისტრი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამაყი ნაურუ არასოდეს არ გადათქვამს თავის ნათქვამს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
"ნაურუზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა რიგი სახელმწიფოების მხრიდან, იმისათვის რათა ჩვენ შეგვეცვალა ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მაგრამ არა, აბსოლუტურად ზუსტად არა, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი გადაწყვეტილების შესვლას და ეს საკითხი არც განიხილება", _ აცხადებს კეკე.
ცნობისათვის: ნაურუ, ჯუჯა-სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 15 ათასი ადამიანია. 1798 წლამდე, ანუ ინგლისელი მეზღვაურების მიერ ამ კუნძულის აღმოჩენამდე ნაურუელები მიიჩნევდნენ, რომ ისინი ერთადერთი ადამიანების იყვნენ მთელს მსოფლიოში.
2009 წლის დეკემბერში ნაურუ გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა - რუსეთის, ნიკარაგუასა და ვენესუელის შემდეგ. განცხადება დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მოსკოვში ნაურუს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა, სადაც განიხილებოდა საკითხი ნაურუსათვის 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის შესახებ. კუნძულზე ოფიციალური დედაქალაქი და ქალაქები არ არსებობს.