ლონდონში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანიც ჩაერთო. 85 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რაულ ცირეკიძემ პირველ მოძრაობა ატაცში 162 კგ ასწია, რაც B ჯგუფის 11 სპორტსმენს შორის მე-2 შედეგი იყო. მას მხოლოდ ბელარუსმა მიკოლაი ნოვიკაუმ აჯობა, რომელმაც 167 კგ დააფიქსირა.
სტარტიდან 1 საათში სპორტსმენები აკვრაში შეჯიბრს შეუდგნენ. ქართველმა ძალოსანმა, ამერიკელ კენდრიკ ფარისთან ერთად ამ მოძრაობაში საუკეთესო შედეგი - 200 კგ აჩვენა. თუმცა ეს ძალოსნური ორჭიდის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა - საერთო 362 კგ-ით რაულ ცირეკიძე ბელარუსი ნოვიკაუს (363 კგ) შემდეგ მეორეა.
ამდენად, ქართველ სპორტსმენს საღამომდე მოცდა მოუწევს, რათა საბოლოო ოლიმპიურ რეიტინგში საკუთარი ადგილი გაიგოს. აღსანიშნავია, რომ A ჯგუფის 12 მონაწილეთაგან უარესი პირადი შედეგი - 383 კგ, კუბელ ერნანდესს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები