ოლიმპიადის ძიუდოისტთა ტურნირი ქართველებისთვის უკვე დამთავრდა. ბოლო სპორტსმენი, ვინც „ლონდონ ექსელის" ტატამზე გავიდა, 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ადამ ოქრუაშვილი იყო. მისი მეტოქე ტიტულოვანი გერმანელი ანდრეას ტოელცერი გახლდათ, რომელმაც მსაჯებს ქართველი ზედიზედ 3-ჯერ გააფრთხილებინა (3 შიდო ვაზარის ტოლფასია), რასაც პაექრობის დაწყებიდან 4 წუთში ვაზარით შეფასებული შებოჭვაც მოაყოლა და ორთაბრძოლაც შეწყდა - ოქრუაშვილმა სუფთად წააგო (2 ვაზარი იპონში გადაიზარდა).
ამრიგად, ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი 7 წონით კატეგორიაში მოპოვებული 1 ოქროს მედალია. შეგახსენებთ, რომ ეს წარმატება ქართულ დელეგაციას, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა.
მასალის გამოყენების პირობები