მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახრების არამიზნობრივად განკარგვაში ადანაშაულებს.
მოძრაობის წევრის, ლევან ხაზიაურის თქმით, მკურნალობისთვის განკუთვნილი თანხის გაცემა გურჯაანის რაიონში ახლობლურ-ნათესაური ნიშნით ხდება, მატერიალურად გაჭირვებული ადამიანები კი, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას საჭიროებენ, სამედიცინო მომსახურეობის გარეშე რჩებიან.
გურჯაანში გამართულ პრესკონფერენციაზე ხოზრაულმა ამ ბრალდების დამადასტურები ფაქტები დაასახელა. მისი თქმით, ალექსანდრა ბეგაშვილი არის პირველი ჯგუფის მარტოხელა ინვალიდი, რომელსაც გადაადგილება უჭირს და მხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს, თუმცა ხოზარაულის თქმით, ბეგაშვილს მკურნალობისთვის განკუთვნილი დახმარება მოუხსნეს.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვა და დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა შესაბამის ადრესატებს მოახმაროს.