ლონდონის ოლიმპიადის ძიუდოისტთა ტურნირი კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენისთვის დამთავრდა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან (ლომერ) ჟორჟოლიანმა, 1/8-ფინალში მის აზერბაიჯანელ მეტოქეს, ელმარ გასიმოვს ვერაფერი მოუხერხა, თავად 2 გაფრთხილება მიიღო, რომელიც ავტომატურად იუკოში გარდაისახა და იმის მიუხედავად, რომ ორთაბრძოლის დასრულებამდე 9 წამით ადრე მსაჯებს მოწინააღმდეგე გააფრთხილებინა, მაინც დამარცხდა.
ეს ოლიმპიურ ტურნირზე ჟორჟოლიანის მეორე პაექრობა იყო და სამწუხაროდ ჩვენებური ძიუდოისტი ლონდონს ისე ტოვებს, მსაჯთაგან შეფასებული ვერცეთი ილეთი ვერ შეასრულა (რუმინელ დანიელ ბრატას მან გაფრთხილებებით მოუგო).
მასალის გამოყენების პირობები