ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირის პირველი ორთაბრძოლა მოიგო 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ჟორჟოლიანმა. ქართველი სპორტსმენის მეტოქე რუმინელი დანიელ ბრატა გახლდათ, რომელსაც მეტწილად გაფრთხილებების (შიდო) ხარჯზე სძლია. 5-წუთიან დაპირისპირებაში მეტოქე მსაჯებმა 3-ჯერ გააფრთხილეს, რაც ვაზარიში „გადაიზარდა", ქართველმა კი 2 გაფრთხილება მიიღო და იუკოთი „დაისაჯა".
1/8-ფინალში ჩვენებურის მეტოქე, პირველ რაუნდში ყაზახი მაქსიმ რაკოვის მძლეველი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი იქნება. აღნიშნული ორთაბრძოლა საქართველოს დროით 13:33 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები