მისთვის მე-7 ზაფხულის თამაშები, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშემ ნინო სალუქვაძემ ისე დაამთავრა, ტყვიის მსროლელთა ასპარეზობების ფინალურ სტადიაზე ვერც 10, ვერც 25 მეტრიდან სროლაში გააღწია. დღეს გამართულ 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის დისციპლინის კვალიფიკაციაში მონაწილე 39 სპორტსმენს შორის, ქართველმა მსროლელმა, 289 ქულით პირველი სესია მე-19 ადგილზე დაასრულა.
გაცილებით წარმატებული იყო ნინოს შედეგი მეორე, „ჩქარსნულ" სესიაში, რომლის დასკვნითი 10-ვე სროლა მან „ათიანში" მოარტყა (სულ კი, 60 საკვალიფიკაციო ცდიდან მაქსიმალური შედეგი 19-ში აჩვენა). ორივე სესიის ჯამში დაგროვილი 581 ქულა, ფინალში გამსვლელი საუკეთესო 8 მსროლელის კამპანიაში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა (მხოლოდ 3 ქულა დააკლდა). სალუქვაძე მე-15 ადგილზე გავიდა და ლონდონის ოლიმპიადა ნაადრევად დაასრულა.