ოლიმპიადაზე მიმდინარე ტყვიის მსროლელ ქალთა ასპარეზობაზე, 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის დისციპლინის კვალიფიკაციაში მონაწილე 39 სპორტსმენს შორის, ნინო სალუქვაძემ მე-18 შედეგი აჩვენა. ფინალში გასასვლელად, ქართველმა საუკეთესო 8 სპორტსმენთა შორის მოხვედრა უნდა მოახერხოს. ეს კი, მისი საპირველსესიო 289 ქულით, ალბათ გაძნელდება.
ცნობისთვის, პირველ ადგილზე მყოფ კორეელ იანგმი კიმს 298 ქულა აქვს, ხოლო რვეულის ბოლო საფეხურზე 292 ქულით ჩეხი ლენკა მარუსკოვაა.
მეორე სესია საქართველოს დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები