90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანზე წინასწარ დამყარებული იმედების მიუხედავად, ქართველისთვის ოლიმპიადა ვადაზე ადრე დასრულდა. პირველ წრეში კამერუნელი დოსალემის ძლევის შემდეგ, ჩვენებურის მეტოქე ინდონეზიური წარმომავლობის მქონე ავსტრალიელი, 22 წლის მარკ ენტონი გახლდათ.
ორთაბრძოლა ლიპარტელიანის უპირატესობით დაიწყო და წუთსა და 19 წამში მან იუკო მიითვალა. მალე ქართველმა, მსაჯებს მეტოქე გააფრთხილებინა, მაგრამ ენტონი არ დანებებულა და სტარტიდან სამწუთნახევრის თავზე ჩვენებურს ვაზარი აართვა. 5 წუთის ამოწურვამდე დარჩენილ დროში, ლიპარტელიანი შეტევას შეტევაზე ახორციელებდა, მაგრამ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეძლო, მსაჯებს იუკო დასტყუა.
შედეგად, ავსტრალიელის ვაზარიმ ქართველის 2 იუკოს აჯობა. შემდეგ ეტაპზე მეტოქე გავიდა, ოლეგ ლიპარტელიანისთვის კი, ოლიმპიადა ნაადრევად დამთავრდა.
მასალის გამოყენების პირობები