წარუმატებელი აღმოჩნდა გამოცდილი ქართველი მსროლელის, ნინო სალუქვაძის
მიმდინარე ოლიმპიადაზე მეორე სტარტიც. სეულის ოლიმპიადის (1988) ჩემპიონმა,
25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის კვალიფიკაციაში, 20 სპორტსმენს
შორის მე-9 შედეგი (289 ქულა) აჩვენა, რაც ფინალში გასვლისთვის მთლად კარგი
შედეგი ვერაა. განსაკუთრებით უზუსტო გამოდგა ნინო სალუქვაძის მე-3 ცდა,
როცა ქართველმა 100-დან 94 ქულა (მონაწილეთაგან უცუდესი შედეგი) დააგროვა.
ახლა, კვალიფიკაციაში ამ დისციპლინის დარჩენილი 19 მონაწილე ასპარეზობს.
ამდენად, დიდი ალბათობაა, ქართველის სპორტსმენის პირველ სესიაზე ნაჩვენები
შედეგი კიდევ უფრო დაბალი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები