ქართველმა ძიუდოისტმა, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა, ოლიმპიური ტურნირი კამერუნელი დიეუდონ დოლასემის დამარცხებით დაიწყო. ჩვენებურმა მეტოქისთვის ქულის ართმევაზე "თავი არ შეიწუხა", თუმცა მაინც მოუგო. საქმე ისაა, რომ ლიპარტელიანმა აფრიკელი მსაჯებს 3-ჯერ გააფრთხილებინა, რაც "ავტომატურად" ვაზარიში გადაიზარდა (შიდო ერთხელ თავადაც მიიღო).
ოლიმპიური გუნდის ვიცე-კაპიტნის მორიგი ოპონენტი, ავსტრალიელი მარკ ენტონი იქნება. ეს ორთაბრძოლა საქართველოს დროით 13:54 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები