ოლიმპიურ მარათონში კვლავ არ თმობენ უპირატესობას ჩინელები. ამ ქვეყნის
სპორტსმენებმა გუშინ კიდევ 4 ოქროს მედალი შემატეს არაოფიციალურ გუნდურ
მარაგს. ასეთივე ნამატი აქვთ მათ ამერიკელ მდევრებს, რომლებსაც ჩინელებივით
23 სამივე სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული.
გუშინ ოლიმპიადაზე გამოსული 4-ვე ქართველისთვის, ლონდონში ზაფხულის
თამაშების რანგში გამოსვლა ბოლო გახლდათ. პირველი ბრძოლა მოიგო (ხორვატ
ტომისლავ მარიანოვიჩთან), მაგრამმეორე იპონით წააგო (ამერიკელტრევის
სტივენსთან) 21 წლის გარდაბნელმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
200 მეტრზე ბრასის სტილში ცურვის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მხოლოდ პირადი
რეკორდის გაუმჯობესებით დაკმაყოფილდა 17 წლის ირაკლი ბოლქვაძე.
მშვილდოსანთა ტურნირზე, მსოფლიოს მოქნედ ჩემპიონ, ჩილელ დენისე ვან
ლამოენთან 1/32-ფინალი მოიგო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სამხრეთ კორეელ სუნ ჯინ
ლისთან წააგო ქრისტინე ესებუამ.
ბოლომ იასპარეზა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა. რუს ნადეჟდა პეტროვასთან მისი
1/16-ფინალური პაექრობა წვიმამ ერთხელ შეწყვიტა, საბოლოოდ კი მეტოქეებმა
მაინც შეძლეს ორთაბრძოლის დასრულება. ჩვენებურმა 3:6, 7:6, 2:6 წააგო და
ოლიმპიადას გამოეთხოვა.
დღეს ლონდონში 2 ქართველის გამოსვლის მოლოდინში ვართ. პირველი ტყვიის
მსროლელი ნინო სალუქვაძე ჩაერთვება 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით
მსროლელთა პაექრობაში. იგი საქართველოს დროით 12:00 საათით შეუდგება
ოლიმპიური კვარცხლბეკისაკენ გზას.
12:58 საათზეა დანიშნული 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტის ვარლამ
ლიპარტელიანის პირველი ორთაბრძოლა. იგი კამერუნელ დიეუდონ დოლასემის
ეპაექრება.
1 |
|
ჩინეთი
|
13 |
6 |
4 |
23 |
2 |
|
აშშ
|
9 |
8 |
6 |
23 |
3 |
|
საფრანგეთი
|
4 |
3 |
4 |
11 |
4 |
|
სამხრეთი კორეა
|
3 |
2 |
3 |
8 |
5 |
|
ჩრდ. კორეა
|
3 |
0 |
1 |
4 |
6 |
|
ყაზახეთი
|
3 |
0 |
0 |
3 |
7 |
|
იტალია
|
2 |
4 |
2 |
8 |
8 |
|
გერმანია
|
2 |
3 |
1 |
6 |
9 |
|
რუსეთი
|
2 |
2 |
4 |
8 |
10 |
|
სამხრეთი აფრიკა
|
2 |
0 |
0 |
2 |
11 |
|
იაპონია
|
1 |
4 |
8 |
13 |
12 |
|
ავსტრალია
|
1 |
3 |
2 |
6 |
13 |
|
რუმინეთი
|
1 |
2 |
2 |
5 |
14 |
|
უნგრეთი
|
1 |
1 |
1 |
3 |
15 |
|
ბრაზილია
|
1 |
1 |
1 |
3 |
16 |
|
ჰოლანდია
|
1 |
1 |
0 |
2 |
17 |
|
უკრაინა
|
1 |
0 |
2 |
3 |
18 |
|
საქართველო |
1 |
0 |
0 |
1 |
19 |
|
ლიტვა
|
1 |
0 |
0 |
1 |
20 |
|
სლოვენია
|
1 |
0 |
0 |
1 |
21 |
|
დიდი ბრიტანეთი
|
0 |
2 |
2 |
4 |
22 |
|
კოლუმბია
|
0 |
2 |
0 |
2 |
23 |
|
მექსიკა
|
0 |
2 |
0 |
2 |
24 |
|
ინდონეზია
|
0 |
1 |
1 |
2 |
25 |
|
კუბა
|
0 |
1 |
0 |
1 |
26 |
|
ტაილანდი
|
0 |
1 |
0 |
1 |
27 |
|
ტაიპეი
|
0 |
1 |
0 |
1 |
28 |
|
პოლონეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
29 |
|
შვედეთი
|
0 |
1 |
0 |
1 |
30 |
|
დანია
|
0 |
1 |
0 |
1 |
31 |
|
ეგვიპტე
|
0 |
1 |
0 |
1 |
32 |
|
კანადა
|
0 |
0 |
4 |
4 |
33 |
|
სლოვაკეთი
|
0 |
0 |
2 |
2 |
34 |
|
ახალი ზელანდია
|
0 |
0 |
1 |
1 |
35 |
|
ყატარი
|
0 |
0 |
1 |
1 |
36 |
|
უზბეკეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
37 |
|
ბელგია
|
0 |
0 |
1 |
1 |
38 |
|
სერბეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
39 |
|
ნორვეგია
|
0 |
0 |
1 |
1 |
40 |
|
ინდოეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
41 |
|
აზერბაიჯანი
|
0 |
0 |
1 |
1 |
42 |
|
მოლდოვა
|
0 |
0 |
1 |
1 |
43 |
|
მონღოლეთი
|
0 |
0 |
1 |
1 |
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.