ლონდონის ოლიმპიადის ძიუდოსტთა ტურნირის მე-4 დღე ქართველი სპორტსმენისთვის წარმატებით დაიწყო. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21წლის ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს ვაზარით მოუგო.
1/8-ფინალში ჩვენებურის მორიგი მეტოქე ამერიკელი ტრევის სტივენსი იქნება. სხვათა შორის, ამ ძიუდოისტს ჭრიკიშვილი 2010 წლის დეკემბერში, იაპონიის გრან-პრიზეა შენახვედრი და სუფთად აქვს მონაგები.
ჭრიკიშვილისა და სტივენსის ორთაბრძოლა 14:36 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები