30 ივლისი ქართული დელეგაციისთვის წარუმატებელი იყო. პირველივე ორთაბრძოლა წააგო და ისე გამოეთიშა ძიუდოისტთა ტურნირს 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი. მან კორეელ კი-ჩუნ ვანთან იუკოთი წააგო.
უამინდობის გამო ერთი დღით გადადებული წყვილთა თანრიგის ასპარეზობა, ჩოგბურთელებმა ანა ტატიშვილმა და მაკა ჩახნაშვილმა, როგორც იქნა ითამაშეს. სამწუხაროდ, ქართველები კლეპაჩი-სრებოტნიკის სლოვენიურ დუეტს ვერ გაუმკლავდნენ - 6:7, 6:3, 2:6.
დღეს, ქართველები უფრო წარმომადგენლობითები იქნებიან ლონდონის სპორტულ არენებზე. საქართველოს დროით 13:26 საათზეა დაგეგმილი ძიუდოისტთა ტურნირზე 81 კგ წონითი კატეგორიის ავთანდილ ჭრიკიშვილის პაექრობა ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩთან. 13:40 საათზე საკვალიფიკაციო გაცურვა 200 მეტრზე ბრასის სტილით მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეს. მასთან ერთად მხოლოდ ორნი - მადაგასკარელი და უზბეკი სპორტსმენები გაცურავენ.
ქალ მშვილდოსანთა 1/32-ფინალიდან გააგრძელებს ოლიმპიადაზე ასპარეზობას ქრისტინე ესებუა. იგი ჩილელ დენისე ვან ლამოენს 15:02 საათიდან დაუპირისპირდება და შემდეგ ეტაპზე (რომელიც დღესვე დაიმართება) გასვლას შეეცილება.
ბოლოს კი, ანა ტატიშვილი ჩოგბურთელთა ინდივიდუალურ თანრიგში 1/16-ფინალურ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე რუსი ნადეჟდა პეტროვა იქნება. ასპარეზობის დაწყების დროთ, ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე 16:30 საათია მითითებული.
1 ჩინეთი 9 5 3 17
2 აშშ 5 7 5 17
3 საფრანგეთი 3 1 3 7
4 ჩრდ. კორეა 3 0 1 4
5 იტალია 2 4 2 8
6 სამხრეთი კორეა 2 2 2 6
7 რუსეთი 2 0 3 5
8 ყაზახეთი 2 0 0 2
9 იაპონია 1 4 6 11
10 ავსტრალია 1 2 1 4
11 რუმინეთი 1 2 0 3
12 უნგრეთი 1 1 1 3
13 ბრაზილია 1 1 1 3
14 ჰოლანდია 1 1 0 2
15 უკრაინა 1 0 2 3
16 საქართველო 1 0 0 1
17 სამხრეთი აფრიკა 1 0 0 1
18 ლიტვა 1 0 0 1
19 კოლუმბია 0 2 0 2
20 დიდი ბრიტანეთი 0 1 2 3
21 გერმანია 0 1 0 1
22 ტაილანდი 0 1 0 1
23 პოლონეთი 0 1 0 1
24 ტაიპეი 0 1 0 1
25 კუბა 0 1 0 1
26 მექსიკა 0 1 0 1
27 სლოვაკეთი 0 0 1 1
28 მოლდოვა 0 0 1 1
29 კანადა 0 0 1 1
30 ინდონეზია 0 0 1 1
31 მონღოლეთი 0 0 1 1
32 ინდოეთი 0 0 1 1
33 აზერბაიჯანი 0 0 1 1
34 უზბეკეთი 0 0 1 1
35 სერბეთი 0 0 1 1
36 ბელგია 0 0 1 1
37 ნორვეგია 0 0 1 1
შენიშვნა - ოლიმპიურ ტაბლოში ქვეყნის შემდეგ მითითებულია მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და ბოლოს, ყველას ჯამური რაოდენობა.