გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვილი აგროტექნიკური სერვის - ცენტრი მოეწყობა.
ტელეკომპანია „გურჯაანის" ინფორმაციით, ცენტრში განთავსებული იქნება იმ ტექნიკის ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იაპონური გრანტის ფარგლებში შეიძინა.
იაპონური გრანტით სულ შესყიდულია 122 ერთეული „EWHOLAND" მარკის ტრაქტორი, 25 - კომბაინი და ამ ტექნიკისთვის საჭირო სხვა მისაბმელები და შლეიფები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განმარტებით, ჩალაუბნის აგროტექნიკური ცენტრი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც სახელმწიფო შპს „მექანიზატორი" მუშაობას დაიწყებს. „საქართველოს მასშტაბით შპს „მექანიზატორი" ჩალაუბნის ცენტრის გარდა, კიდევ ოთხ აგროტექნიკურ სერვის ცენტრს გააერთიანებს. ახალ სერვის - ცენტრებში არსებული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის მეშვეობით, გლეხებს მიწის დამუშავება და მოსავლის აღება უპრეცენდენტოდ დაბალ ფასში შეეძლებათ", - განაცხადა მინისტრმა.