უიმბლდონის თავზე წვიმამ გადაიღო და ანა ტატიშვილმა, 4 საათის წინ ლიხტენშტეინელ სტეფანი ვოგტთან შეწყვეტილი მატჩი წარმატებით მიიყვანა გამარჯვებამდე. განახლებიდან 9 წუთი დასჭირდა ქართველ ჩოგბურთელს, რათა ლონდონის ოლიმპიადაზე (საერთოდ, ოლიმპიურ თამაშებზე, ეს ქართველი ჩოგბურთელის პირველი წარმატებაა) ისტორიული გამარჯვება ეზეიმა.
6:2, 6:0 - ასეთი შედეგით იმარჯვა ტატიშვილმა და ახლა ჩინელი ჯი ჩენისა და რუსი ნადეჟდა პეტროვას პაექრობის, ჯერ დაწყებას, მერე კი დამთავრებას დაელოდება, რათა ლონდონის ოლიმპიადის 1/16-ფინალში, მათ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდეს.
მასალის გამოყენების პირობები