20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, ლონდონის მიმდინარე ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.
66 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში, ჩვენებურმა სპორტსმენმა, გამოცდილ უნგრელ ძიუდოისტს, ევროპის 3-3-გზის ჩემპიონსა და ვიცე-ჩემპიონს, მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორს, 31 წლის მიკლოშ უნგვარის მოუგო.
შავდათუაშვილმა, ფინალამდე გამართულ 4-ვე პაექრობა სუფთა გდებით - იპონით მოიგო, გადამწყვეტ ბრძოლაში კი, 54-ე წამზე მსაჯთაგან მინიჭებულ იუკოს დასჯერდა და კარიერაში უდიდესი გამარჯვება იზეიმა.