ჩინებულ ასპარეზობას განაგრძობს 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი. 66 კგ წონით კატეგორიაში გამართულ მეორე ნახევარფინალში, ჩვენებურმა 2 წუთი 11 წამი მოანდომა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, იაპონელი მასაში ებინუმას იპონით ძლევას. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა ლონდონში გამართული 4-ვე ორთაბრძოლა იპონით მოიგო.
ფინალში ქართველის მეტოქე, ესპანელი სუგოი ურიარტეს იუკოთი დამმარცხებელი უნგრელი ძიუდოისტი მიკლოშ უნგვარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები