ლონდონის ოლიმპიურ ტატამზე ზედიზედ მესამე ორთაბრძოლის სუფთა გდებით მოგების შემდეგ, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოისტთა ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. 20 წლის ქართველმა ოლიმპიელმა, დამატებითი 3-წუთიანის დაწყებიდან წუთსა და 36 წამში, ოლიმპიადის მასპინძელი კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა.
ნახევარფინალში ჩვენებურის მეტოქე იაპონელი მასაში ებინუმა იქნება, რომელმაც სამხრეთკორეელი ჯუნ-ჰო ჩოს ბარიერი დაძლია. მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი, ესპანელი სუგოი ურიარტე და უნგრელი მიკლოშ უნგვარი შეადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები