ლონდონის ოლიმპიურ ტატამზე მორიგი გამარჯვება იზეიმა 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. ქართველმა ძიუდოისტმა, მისთვის ძალიან უხერხულ ფრანგ მეტოქეს, დავიდ ლაროსეს დამატებითი 3-წუთეულის დაწყებიდან წუთსა და 6 წამში, სუფთა გდებით (იპონი) მოუგო.
ჩვენებური 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ კოლინ ოატესს დაუპირისპირდება. ოლიმპიადის მასპინძელმა მერვედფინალში მონღოლ ცაგანბაატარ ხაშბაატარს იუკოთი სძლია.
მასალის გამოყენების პირობები