ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველთაგან, საქმეში დღეს პირველი ნინო სალუქვაძე ჩაერთო. სეულის ოლიმპიადის ჩემპიონმა, პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრიდან ტყვიის სროლაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე 49 მონაწილეს შორის 33-ე შედეგი აჩვენა და ფინალსმიღმა დარჩა. ნინო სალუქვაძის 376 ქულა, ფინალში გასული ბოლო, მე-8 ადგილოსანი რუსი ლუბოვ იასკევიჩის შედეგს 9 ქულით ჩამორჩება.
ქართული ოლიმპიური ნაკრების მედროშეს, ლონდონში თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი დარჩა. 1 აგვისტოს, ნინო სალუქვაძე პისტოლეტით 25 მეტრიდან სროლაში შეეცდება წარმატების მიღწევას.
მასალის გამოყენების პირობები