ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დღეს მოასპარეზე 56კგ კატეგორიაში მოასპარეზე მოკრივეთა განრიგში, ახლაც წერია, რომ საქართველოს დროით 00:15 საათზე, ქართველი მერაბ თურქაძე ალჟირელ მოჰამედ ამინ ოუადაჰს უნდა დაუპირისპირდეს. ამის მიუხედავად, უკვე გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენებური მოკრივე ზედმეტი წონის გამო მოხსნეს ოლიმპიადიდან.
გუშინ, ტრადიციული წონის „ჩაბარებისას" მერაბ თურქაძეს ყველაფერი რიგზე ჰქონდა, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, მოკრივემ დღეს ვარჯიშისას ფეხი დაიზიანა. ბუნებრივია, სპორტსმენი ბრძოლამდე ზედმეტ დატვირთვებს მოერიდა, რაც სავარაუდოდ, ნორმაზე 200 გრამით გადამეტების მიზეზი გახდა.