ქართველმა ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, 1/32-ფინალი, 3 წუთსა და 38 წამში იპონით მოუგო ავსტრალიელ ერნი დიკინსს და მეორე რაუნდში გავიდა, სადაც ფრანგ სოფიან მილუს დაუპირისპირდა.
მეორე რაუნდი ქართველისთვის კარგად მიდიოდა - შუკვანი იუკოთი უგებდა მეტოქეს, მაგრამ ორთაბრძოლის დაწყებიდან 4 წუთისა და 55 წამის შემდეგ იპონით დამარცხდა.
სამწუხაროდ, ასე ნაადრევად, თითქმის მოგებული პაექრობის დასრულებამდე 5 წამით ადრე წააგო ბეთქილ შუკვანმა. ამით ქართველმა ძიუდოისტმა ლონდონში საკუთარი ასპარეზობა დაამთავრა. ძიუდოს წესებით, სპორტსმენს წაგების შემთხვევაში შეუძლია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, შუკვანს 1/4-ფინალამდე მაინც უნდა მიეღწია.