27 ივლისს, ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონია, რომელსაც 50000-მდე მაყურებელი დაესწრო, თითქმის 4 საათს გაგრძელდა და განსაკუთრებულად პომპეზური გამოდგა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია გასხნის ცერემონიაზე 30-კაციანი შემადგენლობით წარსდგა. ქართველთა მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ნინო სალუქვაძე იყო, რომელიც ლონდონში მედლებისათვის ბრძოლას 29 ივლისიდან დაიწყებს.
საქართველოს დელეგაციასთან ერთად, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ქართველი სპორტსმენებიდან 28 ივლისს ოლიმპიადაში პირველი, ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ჩაერთვება. შემდეგ ელით გამოსვლა მოკრივე მერაბ თურქაძეს, ველომრბოლელ გიორგი ნადირაძეს და ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს.
ბეთქილ შუკვანის პირველი მეტოქე 60კგ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ერნი დიკინსი იქნება, 56კგ წონით კატეგორიაში მერაბ თურქაძე მედლისთვის ბრძოლას ალჟირელი ეინ დეფლას წინააღმდეგ დაიწყებს, ანა ტატიშვილი კი პირველ წრეში ლიხტენშტეინის წარმოამდგენელ სტეფანი ვოგს დაუპირისპირდება.
მასალის გამოყენების პირობები