რუსული „სახალხო" გუნდის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძმებ კომბაროვებთან ერთად „სპარტაკმა" ახალი გრძელვადიანი (დაკონკრეტებული არაა) კონტრაქტი ჯანო ანანიძესაც გაუფორმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, მოსკოველთა ძირითად გუნდში 2009 წლის ივლისიდან ასპარეზობს.
ამ ხნის განმავლობაში გამართულ 55 ოფიციალურ მატჩში მან 7 გოლი გაიტანა.