რაჭის მოსახლეობამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან გაზიფიცირებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლემების მოგვარება ითხოვა. შესაბამისი დავალება მიხეილ სააკაშვილმა რაიონის გამგებელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისცა.
როგორც გლეხებთან შეხვედრაზე ითქვა, ამ ეტაპისთვის ბუნებრივი აირის მილების გაყვანა ამბროლაურის რაიონში სოფელ ქვიშარამდე და ონის ცენტრში იგეგმება. საწყის ეტაპზე სულ 29-კილომეტრიანი მილის გაყვანაზეა საუბარი.
რაც შეეხება ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამბროლაურის რაიონის ცენტრში ინდივიდუალური მრიცხველი უკვე დაუმონტაჟდა 1 500 აბონენტს.
პრეზიდენტმა რაიონის გამგებელს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლების სრულად მოგვარებისთვის ვადა მომავალი წლის ბოლომდე მისცა.