ორსულობის დროს მაღალი დოზით ალკოჰოლის მიღებას ხშირად მივყავართ ბავშვის ქცევისა და ინტელექტის დარღვევასთან, ვიდრე ბავშვის სახეზე მკაფიოდ გამოხატული თანდაყოლილი ალკოჰოლის სინდრომთან, - იტყობინება რია ნოვოსტი აშშ-ის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც ჩილეში ჩატარდა.
ბავშვებში განვითარებისგან გადახრა, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის მიღებით, გამოიხატებოდა მეტყველების სირთულეში, ჰიპერაქტიურობაში, ყურადღების დეფიციტის სინდრომსა და ინტელექტუალურ ჩამორჩენაში.
მკვლევარებმა ამ დარღვევათაგან ერთი აღმოაჩინეს ბავშვთა 44%-ში,რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად ოთხი და მეტი დოზით ღებულობდნენ ალკოჰოლს. მაშინ, როცა სახის ცვლილება დაუფიქსირდა მხოლოდ დაბადებულ ბავშვთა 17%-ს. ემბრიონის ალკოჰოლის სინდრომი არის ბავშვებში თანდაყოლილი დეფექტი, რომელთა დედები მოიხმარენ ალკოჰოლს ორსულობის პერიოდში. იგი მოიცავს სახის პროპორციის დარღვევას,ზრდაში ჩამორჩენას,თავის ტვინის დაზიანებას.
კვლევების ჩასატარებლად მეცნიერებმა სანტიაგოს (ჩილე) საზოგადოებრივ კლინიკებში გამოკითხა 9 ათასი ქალი - ორსულობის დროს მათ მიერ ალკოჰოლის მიღების მიხედვით. 101 ქალი, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ ალკოჰოლს ოთხი და მეტი დოზით, შეადარეს იმავე რაოდენობის ქალებს, რომლებიც ორსულობის დროს საერთოდ არ გამოიყენებდნენ ალკოჰოლს. ბავშვების დაბადების შემდეგ,მკვლევრებმა შეისწავლეს ამ პატარების ჯანმრთელობა და 8 წლის ასაკამდე რეგულარულად აწარმოებდნენ მათი ფიზიკური,ინტელექტუალური და ემოციური განვითარების შეფასებას. მეცნიერებმა განსაზღვრეს თანაფარდობა იმ ბავშვების განვითარების დონის გადახრაში, რომელთა დედები მოიხმარდნენ ალკოჰოლს და ბავშვებში, რომელთა დედები არ მოიხმარდნენ ალკოჰოლს. სახის პროპორციების დარღვევა დაფიქსირდა შესაბამისად 17% და 1%, განვითარებაში ჩამორჩენა 27% და 13%, გონებრივი ჩამორჩენა 35% და 6%, სირთულე მეტყველებაში 42% და 24%,ჰიპერაქტიურობა 27% და 2%.